ყოველთვის ვიპოვით გამოსავალს!

მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ თუ გეგმები შეგიცვალა, მარტო ნამდვილად არ ხარ. COVID 19-ის ეფექტები მთელ ეკონომიკას მოიცავს, ეხება ყველა ბიზნესსა და ადამიანს - უბნის მაღაზიას და სწრაფი კვების გიგანტებს, ბაგა-ბაღებსა და ღამის კლუბებს, დირექტორს და დამლაგებელს, სტუმარს და მასპინძელსაც. მაგრამ ამჯერად გაგვიმართლა - რადგან ამ მოულოდნელობის წინაშე ყველა ერთად აღმოვჩნდით, გამოსავალსაც ერთად ვიპოვით.

ვფიქრობთ დროა, რომ ის ინტელექტუალური რესურსი, რასაც ჩვეულებრივად თქვენი საქმიანობის განვითარებისთვის ვხარჯავთ, მოულოდნელ გამოწვევებთან გამკლავებაში გამოვიყენოთ. გვსურს, ჩვენი ანალიტიკური უნარებითა და პროფესიული კავშირებით დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის ახალ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებასა და ცვალებად გარემოსთან ჰარმონიულ ადაპტაციაში. დასაწყისისთვის, დააფიქსირეთ თქვენი გამოწვევა და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი

ჩვენ

გაგვიზიარეთ თქვენი გამოწვევა

გამოწვევები

მიღებულია

16

ვამუშავებთ

13

გადავჭერით

03

რიცხვები

კურსის ცვლილება

$
3.1794
0.0046
3.4576
0.0025
£
3.9227
0.0117

რეფინანსირების განაკვეთი

9 %

მიმდინარე ინფლაცია

6.4 %

რეკომენდაციები

მიმდინარე პერიოდის გამოწვევები ლოჯისტიკასა და მარაგების მართვაში

კორონა ვირუსის მასშტაბური გავრცელების შედეგად, საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიების უმრავლესობისთვის პრობლემური გახდა არაპროგნოზირებული მოთხოვნა პირველადი მოხმარების საგნებზე. შეფერხებული მიწოდების ჯაჭვი, პროდუქციის დეფიციტი, შესყიდვების არაეფექტური მართვა - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლებსაც არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირე კომპანიებიც აწყდებიან.

კადრების მართვა დღევანდელ გამოწვევების დროს

დღევანდელი სწრაფად ცვალებადი გარემოს გათვალისწინებით, SavvY-ს გუნდმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ კადრების ორგანიზებასა და მართვაში.

გამოწვევები გაყიდვებში და SavvY-ს გუნდის რეკომენდაციები

SavvY-ს გუნდმა, მიმდინარე პერიოდში გაყიდვებში არსებულ გამოწვევბთან გასამკლავებლად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, შეიმუშავა რეკომენდაციები.

დღევანდელი გამოწვევები და Cloud სერვისების მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიები

SavvY-ს გუნდმა Cloud სერვისების მომწოდებელი კომპანიების ბაზა შეიმუშავა

პარტნიორები

Entrepreneur

შექმნილ პირობებში მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის კომუნიკაცია მიზნობრივ აუდიტორიასთან. ჩვენ მაქსიმალურად ჩართულები ვართ ამ პროცესში და მზად ვართ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ქართულ ბაზარზე მოღვაწე კომპანიების მხარდაჭერა და დავეხმაროთ კრიზისის დაძლევაში.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) და Resolve

ბიზნესს ექნება შესაძლებლობა მიმართოს GIAC-ს და მოითხოვოს მესამე ნეიტრალური პირის - პროფესიონალი ფასილიტატორის/მედიატორის - დახმარება კონტრაგენტებთან დისკუსიის/მოლაპარაკების წარმართვის (ფასილიტაცია) ან დავის მოგვარების (მედიაცია) მიზნით.

მეგობრები

რატი ღოლიჯაშვილი

რატი ღოლიჯაშვილი

გენერალური მენეჯერი - ბიოქიმფარმი

ვცდილობთ ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც კონტრიბუციას შევძლებთ ჩვენი ტექნოლოგიით პანდემიასთან და მის თანმხლებ პრობლემებთან ბრძოლაში, გამოსადეგი ვიყოთ და შევუმსუბუქოთ ყოფა იმ ადამიანებს, ვისაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
შოთა ჩინჩალაძე

შოთა ჩინჩალაძე

სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი

ახლა, ინფორმაციისადმი ასეთი გაფაციცებული ყურადღების პერიოდში, ისე როგორც არასდროს არის საჭირო საკუთარი ბრენდების ქმედებებისა და კომუნიკაციის გააზრება იმისთვის, რომ აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ნამდვილად ჩვენი იყოს.
დავით ჩიკვაიძე

დავით ჩიკვაიძე

გაყიდვების ტრენერი

კრიზისიდან გამოსასვლელად კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება გაყიდვების ზრდა და სტრატეგიის შემუშავება. მზად ვართ, სწორედ ამ მიმართულებით, კომპანიებს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ გამოცდილებით დავეხმაროთ და გავუწიოთ კონსულტაცია.
ალექს ჩიქოვანი

ალექს ჩიქოვანი

სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი

ზუსტად არავინ იცის რა იქნება პანდემიის შემდეგ, მაგრამ LIVE Branding-ში გვწამს რომ ბრენდინგი ყოველთვის ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. კრიზისულ სიტუაციაში ბრენდინგი ბრენდის თანმიმდევრულად მართვაში დაგეხმარებათ. დაიმახსოვრეთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.